weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვარჰეიმ დაასახელა პირობები, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს

15:15 პარასკევი, 17 ივნისი 2022

ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ დაასახელა ის პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველო შეძლებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოითხოვოს. ამ პირობებს შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და მედიის თავისუფლების დაცვა.

ოლივერ ვარჰეიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკომისარ ურსულა ფონ დერ ლაიენისგან ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და რეკომენდაციას გასცემს, საქართველომ „ევროპული პერსპექტივა“ მიიღოს.

„საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ ასევე ვადგენთ პრიორიტეტების ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის საფუძველზეც შევძლებთ კანდიდატის სტატუსი შევთავაზოთ:

  • დემოკრატიასთან დაკავშირებით – გვსურს, დასრულდეს ის პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც ამ ქვეყანას ახასიათებს. ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში არსებული ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და ევროკავშირის ფასილიტაციით მიღწეული შეთანხმების შესრულება;
  • იგივე ეხება სასამართლო რეფორმას, რადგან ეს შეთანხმება ასევე ითვალისწინებდა ამას;
  • ჩვენ ასევე გვჭირდება პროგრესი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი;
  • მეოთხე – უნდა გაძლიერდეს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან;
  • დაბოლოს, ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით, ჩვენ გვჭირდება უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემო ჟურნალისტებისთვის“.

ევროკავშირის საბჭო ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში მიიღებს. ოლივერ ვარჰეიმ საბჭოს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ სრულად გაითვალისწინებს კომისიის წინადადებას.

 

ამ თემაზე ვრცლად:

EU-ის 12 პირობა საქართველოსთვის: დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა, მედია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]