weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

კარლ ჰარცელი: ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნეს მიღებული

19:43 პარასკევი, 17 ივნისი 2022

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკომისიის მხრიდან ნაკლებად ხელსაყრელი დასკვნა მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. ჰარცელის თქმით, ევროკომისიის მოსაზრება გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით.

„ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნეს მიღებული. ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია.

დღეს, ევროკომისიამ საქართველოს უთხრა „დიახ“ და ეს ისტორიული მომენტია, მაგრამ მასში ასევე გამოხატულია შეშფოთება ქვეყნის ამჟამინდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით.

ამავდროულად, ჩამოყალიბებულია ძალიან მკაფიო სამუშაოების სია, რომელიც საქართველოს საშუალობას მისცემს, დაძლიოს ეს შეშფოთება და ნებისმიერი სკეპტიციზმი საქართველოს გულწრფელობის შესახებ, როდესაც საქმე ეხება მის სტარტეგიულ პროევროპულ არჩევანს.

ვინაიდან მე არ ვარ ახლაბედა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, არ ვიტყვი, რომ ეს ადვილი იქნება, მაგრამ გადამწვეტი მოქმედებაა საჭირო და ეს არის ის, რისი მოლოდინის უფლებაც აქვს საქართველოს მოსახლეობას და ამომრჩეველს თავისი პოლიტიკური ელიტისგან. რა თქმა უნდა, ევროკავშირი იქნება იქ, როგორც ადრე, რათა დაეხმაროს საქართველოს ამ საქმეში“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

დღეს ევროკომისიამ წარმოადგინა დასკვნა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადებთან დაკავშირებით. ევროკომისიამ უკრინასა და მოლდოვას რეკომენდაცია მისცა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. თუმცა, კომისიამ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მხოლოდ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიეცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი მისაღებად მთელი რიგი პირობების შესრულება იქნება საჭირო. კარლ ჰარცელის თქმით, ევროკომისიის მიერ დასახელებული პირობები ცნობილი საკითხებია, რომლის შესახებაც ევროკავშირმა სხვადასხვა დროს უკვე გამოთქვა შეშფოთება.

ევროკომისიის მოსაზრებების გათვალისწინებით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო, 23-24 ივნისს მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]