weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ყოველდღიური ძალისხმევით საქართველოს საბოლოო მიზნამდე მივიყვანთ – დარჩიაშვილი

13:02 შაბათი, 18 ივნისი 2022

„საქართველოს, გაწეული ძალისხმევის და ჩატარებული რეფორმების საფუძველზე, მართალია ჰქონდა მეტის მოლოდინი აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით.

დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციის მსურველი ქვეყნებისთვის პირობების მიცემა ახალი არ არის და პრაქტიკა ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც ჰქონდათ.

„ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს სვლას ჩვენი საბოლოო მიზნისკენ.

ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევით, ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ საქართველოს საბოლოო მიზნამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა დასკვნა/მოსაზრება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადებთან დაკავშირებით. ევროკომისიამ უკრინასა და მოლდოვას რეკომენდაცია მისცა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. თუმცა, კომისიამ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მხოლოდ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიეცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი მისაღებად მთელი რიგი პირობების შესრულება იქნება საჭირო. ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პრიორიტეტს შორის არის პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, სასამართლო რეფორმის გატარება, დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა. ევროკომისია მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტების განხორციელების პროცესში და 2022 წლის ბოლოსთვის საკუთარ ანგარიშს წარმოადგენს.

ევროკომისიის მოსაზრებების გათვალისწინებით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო, 23-24 ივნისს მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]