weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთში გაემგზავრა

16:39 შაბათი, 18 ივნისი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით, ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ირაკლი ღარიბაშვილი ამ დრომდე არ გამოხმაურებია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ევროკომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას. მისი კომენტარი არც პრესსამსახურს გაუვრცელებია და არც რომელიმე სოციალურ ქსელში იძებნება.

ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაცია არ გაუწია. კომისიამ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მხოლოდ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიეცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვებამდე მთელი რიგი პირობების შესრულება იქნება საჭირო. საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისს მიიღებს და დიდი ალბათობით ევროკომისიის მოსაზრებას გაითვალისწინებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს ევროკომისიისგან მეტის მოლოდინი ჰქონდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ სტატუსის არმიღება „გარკვეულწილად, მაინც, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]