weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არის საკითხები, რომლებსაც ბრიუსელთან გავარკვევთ, ვიმუშავებთ და მივიღებთ სტატუსს – ღარიბაშვილი

11:13 ორშაბათი, 20 ივნისი 2022

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ 17 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მისი განცხადებით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა. 

„პირველად გაჩნდა ისტრორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეყოლება. ასე რომ, ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას.

მეორე, რაც ევროკომისიამ თავის რეკომენდაციაში ჩაწერა და მიმართა ევროსაბჭოს, არის შემდეგი, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი როგორც კი პრიორიტეტები და პირობები შესრულდება. ახლა, როგორც კი საბჭო დაამტკიცებს აღნიშნულ რეკომენდაციებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მაშინვე დავიწყებთ მუშოაბას ბრიუსელთან.

მოქალაქეებისთვის მინდა განვმარტო, რომ ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ჩვენს დღის წესრიგში ისედაც იყო ჩადებული. არის სხვა საკითხები, რომლებსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

17 ივნისს ევროკომისიამ საქართველოს (უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით) არ მისცა რეკომენდაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას მხოლოდ წევრობის პერსპექტივა უნდა მიეცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი მისაღებად მთელი რიგი პირობების შესრულება იქნება საჭირო. ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს შორისაა დეოლიგარქიზაცია და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება.

ევროკომისიის მოსაზრებების გათვალისწინებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო, 23-24 ივნისს მიიღებს.

 

ამ თემაზე:

ევროკომისიის პრეზიდენტი: კარი ფართოდ ღიაა, ახლა საქართველოს გადასაწყვეტია მისკენ წავიდეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]