weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაა, ხალხი ყველაფერს ხვდება – კალაძე დღევანდელ აქციაზე

17:19 ორშაბათი, 20 ივნისი 2022

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ პარლამენტის წინ დღეს საღამოს დაგეგმილი აქცია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციაა.

„ეს აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია. პირდაპირ, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი და ხალხი ყველაფერს ხედავს, ხალხი ყველაფერს ხვდება. თუ ვინმეს ჰგონიათ, რომ რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ, ძალიან ცდებიან.

საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლიდან ყველაფერი გააკეთა. ყველა წარმატება ევროპის მიმართულებით, რაც ქვეყანას გააჩნია - ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა - არის იმ ხელისუფლების გაკეთებული, საზოგადოებასთან ერთად, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას. ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

დღეს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება, რომელიც სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ არის ორგანიზებული. აქცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ტარდება. მას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც უერთდებიან, თუმცა, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ოპოზიციის წარმომადგენლები აქციაზე სიტყვით არ გამოვლენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]