weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

კობახიძე: მოლდოვას ჯარი არ ჰყავს და ვერავის ვერ ექნება ინტერესი, რომ ომში ჩართოს

15:22 ოთხშაბათი, 22 ივნისი 2022

„მოლდოვას ჯარი არ ჰყავს. რომ იცოდეთ. ბევრი „ფეიკი“ ტრიალებს ამასთან დაკავშირებით, რატომ არ სთხოვენ მოლდოვას მეორე ფრონტს. მოლდოვას არ ჰყავს ჯარი, აქედან გამომდინარე, მოლდოვის მიმართ ვერავის ვერ ექნება სუბიექტური ინტერესი, რომ ჩართოს ომში. საქართველოს და მოლდოვის შედარება ამ კუთხით არის „ფეიკი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იზიარებს თუ არა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებას, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე  უარი ქვეყნის დასჯაა.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ პარტნიორებთან გარკვეული უხერხულობები გვექნება იქამდე, ვიდრე გრძელდება ის ომი, რომელიც მიმდინარეობს რუსული აგრესიის საფუძველზე უკრაინაში. არის, რა თქმა უნდა, გარკვეული სუბიექტური ინტერესები.

მთავარია, მალე დასრულდეს ეს ომი, ევროკავშირის ქვეყნებისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია მალე უკრაინაში ომის დასრულება. ამ შემთხვევაში აღარ იქნება გარკვეული ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვას, ეს პასუხი ნიშნავს იმას თუ არა, რომ საქართველო ომში არ ჩაბმის გამო დაისაჯა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „გარკვეული ინტერესი როცა არსებობს, რომ გარდა ერთისა მეორე ფრონტიც გაიხსნას, ეს აბსოლუტურად გასაგებია, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, შეიძლება გავლენას ახდენდეს ეს სუბიექტური მომენტი გადაწყვეტილების მიღებაზე“.

17 ივნისს ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, არ გაუწია რეკომენდაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას მხოლოდ წევრობის პერსპექტივა უნდა მიეცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ რიგი პირობები უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება განხილული კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პირობას შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებაც. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო, 23-24 ივნისს მიიღებს. საბჭო დიდი ალბათობით გაითვალისწინებს ევროკომისიის მოსაზრებებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]