გუშინ, პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენების შესახებ პოსტზე საკრებულოს Facebook-გვერდით შემდეგი კომენტარი გაკეთდა:
„შხამად გექცეს, რაც შენთვის ვიწვალეთ და ვიშრომეთ ქ.ნო სალომე. დღეს პრემიერის გამოსვლაც დაამუნათე. შენს რეზიდენციაში იმდენი ქმრის (2) ნათესავები გყავს, იმათ მაინც დაუჯერე. ყოველ შენს გამოსვლაზე, სისულელეებს აბრეხვებ... დაოკდი რა… „ოცნებას“ და ბიძინას დილა-საღამოს სანთლები აუნთე, მანდ რომ ბრძანდები. არ გიცნობდე მაინც“.
აღნიშნული კომენტარი ამ დროისთვის წაშლილია.
მანანა ბარბაქაძის განმარტებით, პირადი მოსაზრების დაფიქსირება სურდა, თუმცა ტექნიკური მიზეზით კომენტარი საკრებულოს Facebook-გვერდით გამოქვეყნდა.
„ვინ ამიკრძალა ჩემი თავისუფალი აზრის გამოხატვა?“ – ამბობს ბარბაქაძე.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს ბრიფინგი გამართა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. გარდა ამისა, ზურაბიშვილმა პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და ფარული მოსმენების შესახებ კანონში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებს ხელი არ მოაწერა.