weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ხარაგაულის საკრებულოს Facebook-გვერდით პრეზიდენტი საკრებულოს თავმჯდომარემ დაწყევლა

14:22 ხუთშაბათი, 23 ივნისი 2022

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წევრი მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ ის არის ავტორი იმ შეურაცხმყოფელი კომენტარისა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის Facebook-გვერდზე საკრებულოს სახელით გამოქვეყნდა.

გუშინ, პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენების შესახებ პოსტზე საკრებულოს Facebook-გვერდით შემდეგი კომენტარი გაკეთდა:

„შხამად გექცეს, რაც შენთვის ვიწვალეთ და ვიშრომეთ ქ.ნო სალომე. დღეს პრემიერის გამოსვლაც დაამუნათე. შენს რეზიდენციაში იმდენი ქმრის (2) ნათესავები გყავს, იმათ მაინც დაუჯერე. ყოველ შენს გამოსვლაზე, სისულელეებს აბრეხვებ... დაოკდი რა… „ოცნებას“ და ბიძინას დილა-საღამოს სანთლები აუნთე, მანდ რომ ბრძანდები. არ გიცნობდე მაინც“.

აღნიშნული კომენტარი ამ დროისთვის წაშლილია.

მანანა ბარბაქაძის განმარტებით, პირადი მოსაზრების დაფიქსირება სურდა, თუმცა ტექნიკური მიზეზით კომენტარი საკრებულოს Facebook-გვერდით გამოქვეყნდა.

„ვინ ამიკრძალა ჩემი თავისუფალი აზრის გამოხატვა?“ – ამბობს ბარბაქაძე.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს ბრიფინგი გამართა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. გარდა ამისა, ზურაბიშვილმა პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და ფარული მოსმენების შესახებ კანონში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებს ხელი არ მოაწერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]