weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს – არახამია

22:14 პარასკევი, 24 ივნისი 2022

უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

არახამიას თქმით, საქართველო აუცილებლად იქნება ევროპაში და სწორედ ევროპაშია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი.

„ევროპისთვის და ევროპაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, მათ შორის, ჩემი წინაპრები. უკრაინა და ჩემი გუნდი დღეს ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს“, – განაცხადა არახამიამ.

მისივე თქმით, ძალიან საწყენია დღეს იმის გაცნობიერება, რომ „ყველა ქართველი ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცა“.

„იმედი მაქვს, რომ ქართველები თავიანთი მთავრობის მოქმედებებს სწორად შეაფასებენ. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“, – თქვა ვიდეომიმართვაში დავით არახამიამ.

დღეს, 24 ივნისს, პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. აქციის მთავარ მოთხოვნად დასახელდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და „ეროვნული თანხმობით“ შექმნა მთავრობის, რომელიც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 12-ვე პირობას შეასრულებს.

23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა აღიარა. გარდა ამისა, საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაც გადაწყვიტა. ევროპული საბჭო მზადაა, საქართველოსაც მისცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პრიორიტეტს/პირობას შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება და მედია გარემოს გაუმჯობესება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]