weather cur horoscope tv
აგვისტო 20, 2022

„დროა“ ღარიბაშვილის გადადგომის და დროებითი მთავრობის შექმნის მოთხოვნას უერთდება

14:14 შაბათი, 25 ივნისი 2022

პარტია „დროა“ მხარს უჭერს პარლამენტის წინ გუშინ გამართული აქციის მოთხოვნებს. როგორც პარტიის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის ისტორიულად მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებამ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, საქართველომ ევროპული მომავალი არ დაკარგოს.

„ამ ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის დეოლიგარქიზაციის პროცესი. დეოლიგარქიზაციის გარეშე საქართველოს არ აქვს არც განვითარება, არც პერსპექტივა და არც ევროპული მომავალი. ამაზე ყველა ვთანხმდებით და ჩვენ ვნახეთ ორი ძალიან დიდი აქცია, რომელიც საზოგადოების სრულ კონსოლიდაციას ასახავს ამ მიზნების გარშემო.

დეოლიგარქიზაციას სჭირდება კონკრეტული გეგმა, რომელიც გუშინ სახალხო მოძრაობისგან მოვისმინეთ და რომელსაც აღვუთქვამთ სრულ მხარდაჭერას. ეს არის პირველი ნაბიჯი, მოთხოვნა - მთავრობის მთლიანად გადადგომის, ღარიბაშვილის და იმ გუნდის, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზაცია, რომ მხოლოდ მთავრობის გადადგომაა დეოლიგარქიზაციის დასასრული.

მთავრობის გადადგომას უნდა მოჰყვეს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ინსტრუმენტი იმ ვალდებულებების შესრულების, რომელიც ჩვენ ძალიან მკაფიოდ დაგვისახა ევროკავშირმა, იმ 12 პუნქტის.

ამის ნაწილია სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს სამართლიანი არჩევნები და სამართლიანი არჩევნების პირობებში, ხალხს ჰქონდეს საშუალება, დაუსვას წერტილი დეოლიგარქიზაციას და გვყავდეს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი და მთავრობა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, წლის ბოლომდე, ევროკომისიის დასკვნაში მოცემული 12 პირობის/კრიტერიუმის შესრულება განუსაზღვრა. ევროკომისიის დასკვნაში საუბარია პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებაზე, სასამართლო რეფორმის გატარებაზე, დეოლიგარქიზაციაზე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე, საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებასა და მედიის თავისუფლების დაცვაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]