weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რიჟვაძე: არა მგონია ხალხის ნება იყოს, ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება

12:30 სამშაბათი, 28 ივნისი 2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის მოთხოვნას გამოეხმაურა.

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რიჟვაძემ ტურიზმის სრულად აღდგენის შესახებ განაცხადა და თქვა, რომ „რადიკალური ნაწილი“ ამ პროცესის დაზიანებას და მოსახლეობაში უკმაყოფილების გამოწვევას ცდილობს.

„თუმცა, ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ და დაბეჯითებით  შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დაიკავებს ჩვენს ღირსეულ ადგილს, მათ შორის, ევროპულ ოჯახში.

არა მგონია ქართველი ხალხის ნება იყოს ან ჩვენი წინაპრების ოცნება, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება.

ასე რომ, ყველაფერი მიდის გეგმის შესაბამისად და ამ ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი როგორც მშვიდობა, ისე სტაბილური განვითარება“, – განაცხადა რიჟვაძემ.

24 ივნისს, პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. აქციის მონაწილეთა მთავარ მოთხოვნად დასახელდა 3 ივლისამდე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც ზამთრამდე ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 12-ვე პირობას შეასრულებს. „სირცხვილიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, შოთა დიღმელაშვილი განმარტავს, რომ მთავრობის წევრები შეირჩევიან სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიების კონსენსუსით. მისი თქმით, ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ უნდა შედიოდნენ მოქმედი პოლიტიკოსები.

მანამდე, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]