weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მიტინგზე ხუთმა კაცმა გადაწყვიტა, რომ მთავრობა შექმნას? ასე არ ხდება – ელისაშვილი

17:04 სამშაბათი, 28 ივნისი 2022

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალექსანდრე ელისაშვილს პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის იდეა არასერიოზულად მიაჩნია. როგორც ის ამბობს, წლის ბოლომდე აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორების, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაცია შესრულდეს.

ელისაშვილის თქმით, ენერგია „გადაუჭრელი ამოცანის“ გადაწყვეტისკენ წავა, ბოლოს კი ყველაფერი იმით დამთავრდება, რომ არც ღარიბაშვილი გადადგება და არც ტექნიკური მთავრობა არ იქნება.

„დროებითი, ტექნიკური მთავრობის შექმნის და ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა არასერიოზულად მიმაჩნია. რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. მიტინგზე ხუთმა კაცმა გადაწყვიტა, რომ მთავრობა შექმნას? ასე არ ხდება მთავრობის ფორმირება. პოლიტიკური მეცნიერებების ანა-ბანაა, რომ მთავრობას ის აკომპლექტებს, ვინც არჩევნებში უმრავლესობას მიიღებს.

საზოგადოების ერთ ნაწილს რეალური ჰგონია, რომ ღარიბაშვილს გადააყენებენ, მთავრობას დააკომპლექტებენ, თავად იქნებიან მინისტრები და პრემიერ-მინისტრები და დეოლოგარქიზაცია, ნორმალური სასამართლო რომ გვქონდეს და დეპოლარიზაციას რომ ვივაღწიოთ, ეს ჰგონიათ მიუღწეველი?“, – განაცხადა ელისაშვილმა.

24 ივნისს, პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. აქციის მონაწილეთა მთავარ მოთხოვნად დასახელდა 3 ივლისამდე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც ზამთრამდე ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 12-ვე პირობას შეასრულებს. „სირცხვილიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, შოთა დიღმელაშვილი განმარტავს, რომ მთავრობის წევრები შეირჩევიან სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიების კონსენსუსით. მისი თქმით, ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ უნდა შედიოდნენ მოქმედი პოლიტიკოსები.

მანამდე, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]