weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2022

პაპუაშვილი „ზოგიერთ“ არასამთავრობო ორგანიზაციას პარტიად რეორგანიზებისკენ მოუწოდებს

18:20 სამშაბათი, 28 ივნისი 2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ პოლიტიკაშია ჩართული, რაც მათი „ნეიტრალობის პრინციპს“ ეწინააღმდეგება.

„სხვადასხვა პარტიები ულტიმატუმებს აყენებენ მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით. ყველაზე მაღალი ხარისხის პოლარიზაცია არის მთავრობის გადადგომის მოთხოვნა. ამას როცა ითხოვენ, რა დეპოლარიზაციის სურვილზეა საუბარი?

სამწუხაროა, რომ პირდაპირ პოლიტიკაშია ჩართული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ ნეიტრალობის პრინციპს, მაგრამ დიდი ხანია, ზოგიერთ ორგანიზაციას ვხედავთ, რომ მონაწილე არიან პოლიტიკისა, ისე, რომ პოლიტიკურ პარტიად არ არიან ორგანიზებული.

მე ერთადერთი მოწოდება მექნება: ვისაც აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი და უნდა იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი, რეორგანიზდეს პოლიტიკურ პარტიად, ჩვენს მოედანზე შემოვიდეს როგორც პოლიტიკური პარტია, გაამხილოს თავი როგორც პოლიტიკურმა პარტიამ და აქ იბრძოლოს ამ ველზე და არა კვაზი-მედიის, კვაზი-არასამთავრობოს სახით რეალურად პოლიტიკური პარტიის როლს ასრულებდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა 24 ივნისს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე მოითხოვეს. აქცია მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ იყო ორგანიზებული. მათ ახალი სახალხო მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ დაფუძნების შესახებ განაცხადეს და მორიგი აქცია 3 ივლისისთვის დააანონსეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]