weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

აშშ-ის ელჩი: არავის სურს საქრთველოს ომში ჩართვა

13:37 ხუთშაბათი, 30 ივნისი 2022

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნარატივი, თითქოს, ვინმეს საქართველოს ომში ჩართვა სურს, რუსული დეზინფორმაციული წყაროების მიერ არის გავრცელებული და სიმართლეს არ შეესაბამება.

„არავის სურს საქრთველოს ომში ჩართვა. ამერიკის და ევროპის სურვილია, ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ეს ომი დაიწყო პუტინმა და მას შეუძლია, ეს ყველაფერი ერთ დღეში დაასრულოს.

ამერიკა და ევროპა ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ეხმარება ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%. რუსეთი ყოველთვის ცდილობდა ქართული ენის განადგურებას. რუსეთი იყო ის, ვინც შეურაცხყო ეკლესიები, რომლებსაც ცხოველთა სადგომად იყენებდნენ.

როდესაც საუბარია რუსეთზე და რაიმე სახის ურთიერთობაზე, საკმარისია მივიდეთ ადმინისტრაციულ საზღვართან და შევხედოთ, იქ რა ხდება. თქვენი მეგობრები არიან ევროპასა და ამერიკაში. ეს არის გზა, რასაც მოაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და წარმატება“, – განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან [ტელეკომპანია „ფორმულას“ თარგმანი].

საქართველოს ომში ჩართვის სურვილზე აქტიურად საუბრობენ „ქართული ონცების“ წევრები. გუშინ, პარტიიდან წასულმა დეპუტატებმა - სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს 6 თვის თავზეც არავინ მიანიჭებს, „თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა“.

 

 

ამ თემაზე:

სუბარი EU-ის კანდიდატის სტატუსზე: „საქართველოსთვის მოხდა ამ ყველაფრის გამოგონება“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]