weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი: წლის ბოლოს EU-ის კანდიდატის სტატუსს არავინ მოგვცემს

12:26 ორშაბათი, 04 ივლისი 2022
სოზარ სუბარი სოზარ სუბარი

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი მორიგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ დარწმუნებული არიან, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს.

დეპუტატების თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ შეიმუშავა „დეტალური“ გეგმა ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ, თუმცა წარდგენის პირველივე წუთებიდან, ოპოზიციამ და „მასთან დაკავშირებულმა“ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს „არგუმენტებისგან სრულად დაცლილი საუბრები“ იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული გეგმა მათთვის მიუღებელია და მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

„აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ კანდიდატის თემა მათთვის საინტერესო საერთოდ არაა, უფრო სწორად, მხოლოდ იმ კუთხითაა საინტერესო, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არც დეკემბერში მიენიჭოს. სწორად ამაში ხედავენ ისინი საკუთარ ერთადერთ შანსს, ქვეყანა, მათივე ტერმინით რომ ვთქვათ, „წალეკონ“, ანუ არეულობასა და ომში გახვიონ. გარდა ამისა, წარდგენილ გეგმაზე რადიკალური ოპოზიციის პირველივე რეაქციებიდან ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებამ 12 პუნქტის შესრულებისას რაც არ უნდა გააკეთოს, როგორი ევროპული სტანდარტის შესაბამისი ცვლილებებიც არ უნდა განახორციელოს, ამ ძალისხმევას მას მაინც არავინ დაუფასებს და ჩაუთვლის. პირიქით, თითოეული პუნქტი გამოყენებული იქნება როგორც მორიგი საბაბი ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად“, – აცხადებენ სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი.

მათივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შიდა და გარე პარტნიორები თანმიმდევრულად ეცდებიან, გეგმის თითოეული პუნქტი დეკემბრის ბოლოსთვის „რევოლუციური სცენარის შესამზადებლად გამოიყენონ“.

„მიუხედავად ჩვენი საფუძვლიანი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვის წარდგენილი გეგმის შესასრულებლად ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს.

დარწმუნებული ვართ, დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია მისთვის მყარი პრიორიტეტია და მიზნის მისაღწევად, მის გასაკეთებელს სათანადოდ აკეთებს.

ხელისუფლებამ, საზოგადოების ფართო ჩართულობით, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ობიექტურ შემფასებელს კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საბაბსაც კი არ დაუტოვებს. დასასრულს, აღვნიშნავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის რესურსი არც ახლა აქვს და არც დეკემბერში ექნება. ქვეყნის არევას და ომში ჩათრევას ეს ადამიანები ვერ შეძლებენ“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების განცხადებაში.

 

ამ თემაზე:

რა გეგმა აქვს „ქართულ ოცნებას“ EU-ის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად

„12 ნაბიჯი ევროკავშირის კანდიდატობისთვის“ – არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]