weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კობახიძე ზურაბიშვილზე: ეწყინა, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინდელი აქცია ჩაუვარდა

15:04 ორშაბათი, 04 ივლისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წყენა გამოხატა იმის გამო, რომ „რადიკალურ ოპოზიციას აქცია ჩაუვარდა“. პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად კობახიძის მიერ წარმოდგენილ გეგმას არაფერი აქვს საერთო ეროვნულ თანხმობასთან.

„როგორც ჩანს, მან ამით გამოხატა წყენა იმის გამო, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა. სხვა სერიოზულ კომენტარს მე მის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ. მას რომ ჩაეკითხოთ, რას გულისხმობდა, მაგალითად, ჩვენი გეგმის მიმართ კრიტიკაში, ვერ გიპასუხებთ, ვერაფერს გეტყვით. შეგიძლიათ ჩაეკითხოთ, რატომ არ მოეწონა 12-პუნქტიანი გეგმა და ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი რაც მან გამოხატა არის წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქცია ჩაუვარდა. უბრალოდ, მათი წარუმატებლობა ეწყინა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ, პარლამენტის წინ აქციის „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობისას, პრეზიდენტმა Facebook-ზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კობახიძისეულ თუ „რადიკალური ოპოზიციის“ გეგმებს არაფერი აქვთ საერთო „არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან“.

„ჩვენ ყველანი კი, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია, ვალდებული ვართ საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით! და გამოჩნდება ვის რა უნდა: ევროპა თუ ძალაუფლება!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]