weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გაპოლიტიკოსებული ენჯეოშნიკები დაეხმარნენ „ქართულ ოცნებას“ გაძლიერებაში – ელისაშვილი

16:36 ორშაბათი, 04 ივლისი 2022

პარტია „მოქალაქეების ლიდერი, დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი გუშინდელ აქციას „შინ ევროპისკენ“ ეხმაურება და აცხადებს, რომ „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა. დეპუტატის შეფასებით, მსგავსი მოთხოვნები უნდა დავივიწყოთ.

„ჩემი ღრმა რწმენით, სამჯერ ზღვა ხალხი რუსთაველზე სწორედ იმისთვის გამოვიდა რომ არავინ გაბედოს ჩვენი რუსეთში დაბრუნების მცდელობა და რომ ჩვენ ვითხოვთ ევროპის სრულფასოვან წევრობას. თუმცა,

გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა (რომლებიც თან კეკლუცობენ და პოლიტიკოსები არ ვართო იძახიან) გადაწყვიტეს რომ მიტინგზე გადაეყენებინათ მთავრობა და თავები მინისტრებად გამოაცხადებინათ. რა თქმა უნდა, ეს ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა.

მოხდა ის, რასაც ვამბობდი რამდენიმე დღის წინ - ეს გაპოლიტიკოსებული ენჯეოშნიკები დაეხმარნენ „ქართულ ოცნებას“ გაძლიერებაში“, – წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრე ელისაშვილი.

ელისაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს „ქართული ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული, რაც მარტივად გასათვლელი იყო.

„რატომ გადაუგდეს მაშველი რგოლი გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა ხელისუფლებას? შეგნებულად გააკეთეს ეს თუ შეუგნებლად? ამაზე მარჩიელობა არ მინდა“, – აღნიშნავს ალექსანდრე ელისაშვილი.

მისი თქმით, „ყველა ნორმალური ქართველისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანა არის ის, რომ საქართველომ დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა მიიღოს.

„ვითარება მარტივია - თუ გვინდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, უნდა შევასრულებინოთ ხელისუფლებას 12 პუნტი. სათანამშრომლოა უნდა ვითანამშრომლოთ, საჩხუბარია უნდა ვიჩხუბოთ, ქუჩაში დასადგომია, ქუჩაში უნდა ვიდგეთ ერთადერთი მოთხოვნით ამ 6 თვის მანძილზე - ხელისუფლებამ შეასრულოს 12 დავალება! მეტი მოთხოვნა ამ თვეების მანძილზე არ უნდა გვქონდს ნორმალურ ადამიანებს“, – ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

გუშინ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული აქცია „შინ ვეროპისკენ“ გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილმა ღამე ქუჩაში გაათენა. აქცია დილით, მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა.

 

ამ თემაზე:

კობახიძე: საბოლოოდ წაიშალა ზღვარი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ყველაზე მდიდარ NGO-ებს შორის

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]