weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არახამია აცხადებს რომ მაკფოლმა სანქციებზე საუბრისას ივანიშვილი და მისი გარემოცვა იგულისხმა

13:35 ხუთშაბათი, 07 ივლისი 2022

უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ.

არახამია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მუმუშავე საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ამერიკელი დიპლომატისა და პოლიტოლოგის, მაიკლ მაკფოლის გუშინდელ ინეტრვიუს გამოეხმაურა.

„მაკფოლმა განაცხადა იმის შესახებ, რომ უახლოეს სანქციების პაკეტებში განიხილება სანქციები საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის წინააღმდეგ. პირველ რიგში, მინდა უბრალო მოქალაქეები დავამშვიდო: ბუნებრივია, ქართველი ხალხი არ დაზარალდება. საუბარია თავად ბიძინა ივანიშვილსა და მისი უახლოეს მოკავშირეებზე.

რამდენადაც იცით, საქართველოს ევროკავშირში მიღების ერთ-ერთი პირობა დეოლიგარქიზაციაა. შესაბამისად, საჭიროა ოლიგარქების გავლენის შემცირება პოლიტიკაზე და საქართველოს სახელმწიფოს ცხოვრებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა მიიტცეს საქართველოს ხელისუფლების ყველა სფერო, ბუნებრივია, არსებობს ამისგან გათავისუფლების ან ამის შემცირების პრობლემა.

ივანიშვილის წარმომადგენლების მიერ კონტროლდება ყველა ძალოვანი სტრუქტურა, პოლიტიკური სტრუქტრურები, მთავრობა, მთავარი სამინისტროები. ამიტომ,

სამწუახაროდ, საქართველო ამ ხაფანგიდან დამოუკიდებლად თავს ვერ დააღწევს. ამიტომ საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვებიან ამ საკითხში და სწრაფად და ეფექტიანად დაგეხმარებიან.

ველოდებით ახალ ამბებს. თვალს ვადევნებთ საინფორმაციო სიახლეებს ამერიკიდან და ევროკავშირიდან“, – აცხადებს დავით არახამია.

მაიკლ მაკფოლმა გუშინ თქვა, რომ ექსპერტთა ჯგუფი განიხილავს საქართველოს და ბელარუსის მოქალაქეების სანქცირების საკითხს. მას კონკრეტული პიროვნებები არ დაუსახელებია, თუმცა, როგორც აღნიშნა, ფიქრობს, რომ „უეჭველად იქნებიან ინდივიდები, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]