weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ყაველაშვილს საკმაოდ უჭრის კალამიც და გონებაც იმისთვის, რომ აზრი ჩამოაყალიბოს – ვოლსკი

16:31 პარასკევი, 08 ივლისი 2022

„ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩისადმი ღია წერილი თავად დაწერა.

„ეპისტოლეს დაწერდა თუ არა ყაველაშვილი, მე მინდა დავარწმუნო „ნაცმოძრაობა“ თუ ვინმე სხვა, რომ საკმაოდ ინტელექტუალური ადამიანია, საკმაოდ უჭრის კალამიც და გონებაც იმისთვის, რათა ჩამოაყალიბოს თავისი აზრი, მაგრამ ეს ჩვენი გზა არ არის და ჩვენი გაყოფაც ამიტომ მოხდა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ვოლსკიმ.

„ქართული ოცნებიდან“ წასულმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს დღეს ღია წერილით მიმართა. ვრცელ წერილში ყაველაშვილი წერს, რომ ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა „ეფესბეს“ სახელმძღვანელოებში, არამედ აშშ-ის მიერ დაფინანსებული თუ მასთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან ელჩის არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ.

ოპოზიციის წარმომადგენლები აბობენ, რომ, რეალურად, ყაველაშვილის ანტიდასავლური გზავნილების უკან მმართველი პარტია დგას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]