weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

დეგნანი ყაველაშვილის წერილზე: რა არის ამ ყველაფრის მოტივი, რატომ გრძელდება ეს ნარატივი?

22:52 პარასკევი, 08 ივლისი 2022

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილი ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით იყო სავსე. ამ საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას, ელჩმა თქვა, რომ წერილი ბოლომდე ვერ წაიკითხა.

„ავტორი ალბათ, ვერ ხედავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს ხალხს, მხარს უჭერს ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომელიც არის კონსტიტუციის თანახმად შექმნილი და მათ აქვთ კონსტიტუციური მანდატი. ძალიან საშიშია, როცა კონსტიტუციური ინსტიტუტების ძირის გამოთხრა და შესუსტება ხდება.

არ ვიცი რამდენჯერ შეიძლება გავიმეორო ის, რაც მრავალჯერ ითქვა, რომ არის ტყუილი, თითქოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ან ვინმეს საქართველო ომისკენ მიჰყავს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ომი არ უნდა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ომი არ გაგრძელდეს და ეს ომი დამთავრდეს, ის მზად არის, ყველასთან ითანამშრომლოს, ვისაც მშვიდობისთვის მუშაობის და ძალისხმევის გაწევის სურვილი აქვს. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა NATO-ს სამიტზე, მადრიდში, კარგად დაინახა ის ძალისხმევა, რაც მიმართულია იმისკენ, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პუტინის მიერ გაჩაღებული სასტიკი და აგრესიული ომი.

ასევე მინდა აღვნიშნო, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების ნარატივი რაღაცნაირად ეხმაურება პარტიის წევრების ნარატივსაც ომში ჩართვასთან დაკავშირებით, რაზედაც ძალიან ბევრჯერ ითქვა და დაფიქსირდა პოზიცია, რომ სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი შეკითხვა იქნება, რა არის ამ ყველაფრის მოტივი, რატომ გრძელდება ეს ნარატივი?“, – განაცხადა დეგნანმა.

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს დღეს ღია წერილით მიმართა. ვრცელ წერილში, რომელიც პარლამენტმა გამოაქვეყნა, ყაველაშვილი წერს, რომ ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა „ეფესბეს“ სახელმძღვანელოებში, არამედ აშშ-ის მიერ დაფინანსებული თუ მასთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან ელჩის არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ. გარდა ამისა, ყაველაშვილი წერს, რომ სრულიად გაუგებარია, რატომ არ ემიჯნება კელი დეგნანი მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნას. ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ „ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს“ და როდესაც ელჩი ამ მოთხოვნას არ ემიჯნება, „ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ამ მოთხოვნას მხარს უჭერს, უარეს შემთხვევაში კი, ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნა, სულაც, მისი მოფიქრებულია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]