weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„დეოლიგარქიზაცია“ დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას ნიშნავს – ევროპარლამენტარი

13:57 ოთხშაბათი, 13 ივლისი 2022

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა და „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წევრმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ ტერმინი „დეოლიგარქიზაცია“ საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას გულისხმობს.

საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენის შემდეგ რასა იუკნევიჩიენემ თქვა, რომ ქართველი ხალხი ევროპარლამენტარების მხარდაჭერას იმსახურებს და დღეს მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ მოვლენების განვითარება, შემაშფოთებელია.

„ვიტყოდი, რომ საქართველო ერთი პიროვნების ტყვეობაშია და თუ „ქართული ოცნება“ ვერ იგებს, რას ნიშნავს ევროპული კომისიის წინადადებაში ნახსენები „დეოლიგარქიზაცია“, დავეხმარები გაგებაში: ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას. ეს სჭირდება საქართველოს, რათა ერთი ადამიანის ტყვეები აღარ იყვნენ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

რასა იუკნევიჩიენემ კომიტეტის წევრებს შეახსენა ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს მიღებული რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოწოდებას შეიცავს.

„არ დანებდეთ, ამას ბიძგი მისცეთ და იფიქროთ ამაზე. ასევე, ისევ მინდა ევროპული კომისიისა და სხვა ინსტიტუციების ყურადღება მივაპყრო ჩვენს რეზოლუციაზე. ვფიქრობ, ქვეყანას უნდა დავეხმაროთ, რომ გათავისუფლეს, რომ გახდეს თავისუფალი - ძალიან ღიად ვიტყვი - კრემლის მსგავსი პოლიტიკისგან, რაც კრემლს ეხმარება, რათა ეს ქვეყანა მომავალში ევროკავშირის წევრობის გარეთ დატოვოს.

დაბოლოს, უნდა გვქონდეს სამოქალაქო საზოგადოების იმედი. ვხედავთ მცდელობებს და ხალხის თვითორგანიზებას რამდენიმე კვირის წინ, ამ ქვეყნის ისტორიაში უდიდეს დემონსტრაციებზე. ასე რომ,

მე ვხედავ ძალიან დადებით და ოპტიმისტურ მცდელობებს ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან და ვფიქრობ, ისინი საკუთარ საქმეს გააკეთებენ და მოვესწრები, რომ ჩვენ ამ ხალხთან ერთად ევროკავშირის ოჯახში ვიქნებით“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროპული კომისიის მიერ განსაზღვრულ იმ 12 პირობას შორის, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ამ თემას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ვრცელი წერილით გამოეხმაურა, სადაც ის წერს, რომ ოლიგარქიული მმართველობის შესახებ ბრალდება ყალბია, დეოლიგარქიზაციაზე საუბარი კი შეურაცხმყოფელი. პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის კარნახით არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს.

 

ამ თემაზე:

ვინც ამბობს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია, ქართულ დემოკრატიას შეურაცხყოფს – პაპუაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]