weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხომ არ ყოფილა შეხვედრა დეგნანსა და ივანიშვილს შორის? ხომ არ ხდება შანტაჟი? – ყაველაშვილი

12:19 ოთხშაბათი, 20 ივლისი 2022

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს და კითხულობს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა ხომ შემდგარა.

ყაველაშვილის თქმით, ამ კითხვას ივანიშვილმა უნდა უპასუხოს.

„ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი, რადგან ეს ადამიანი გასულია, არაფერში ერევა. იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა. ამ ეტაპზე მე ამაზე არ ვისაუბრებ, არ მაქვს უფლება ამაზე საუბრის, თუმცა, თუ კითხვებზე პასუხი არ გაეცემა, მივმართავთ ბიძინა ივანიშვილსაც, რადგან კითხვები სახელმწიფოს ეხება. ვალდებულია (უპასუხოს), ადამიანს ქვეყნის განვითარევაში ხელის შემშლელად აღიქვამენ და ეს რას ნიშნავს?! ხომ არ იყო პირდაპირი კავშირი კელი დეგნანსა და ივანიშვილს შორის?

ამ ადამიანს პირდაპირ შეეხნენ. ივანიშვილის პასუხი არ გაინტერესებთ? მე მაინტერესებს, ამ პროცესში განზე როდემდე უნდა იყოს, სახელმწიფოს განვითარებას ეხება, ეს ადამიანები არ ჩერდებიან, აგრძელებენ გაურკვეველი მიზეზების ძიებას და დროა გამოვიდეს და პასუხი თქვას!“, 
– წერს ყაველაშვილი Facebook-ზე.

მიხეილ ყაველაშვილი ფიქრობს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად გამოყოფილი ვადა იმიტომ გახანგრძლივდა, რომ „რაღაც ძალამ რევოლუციური სცენარის განვითარება“ ვერ შეძლო.  

„წრედი იკვრება - 20 ივნისი, 3 ივლისის მოთხოვნები, ეს მხარდაჭერა კელი დეგნანის, არასამთავრობო ორგანიზაციები, გადახდილი ფული ამერიკის სახელმწიფოს მხრიდან, ეს კითხვები იბადება, რომ რაღაც ძალას სურს და ფაქტია, ეს 6 თვეც ამიტომ გადაიდო, რომ ამ ძალამ ვერ შეძლო რევოლუციური სცენარის განვითარება“, – წერს ყაველაშვილი

ის კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს მიღებული რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენებს და მისთვის სანქციების დაწესების საკითხის განხილვისკენ მოწოდებას შეიცავს, „შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოს“.

„თქვენ არავინ ხართ, მონები ხართ და ერთი ადამიანი გმართავთო – ეს ჩაწერეს პირდაპირ რეზოლუციაში და ამაზე პასუხი არ შეუძლია გასცეს პრემიერს? ეს რა მონური დამოკიდებულებაა?!“, – ამბობს ყაველაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ იმ პირობით გაემიჯნა, რომ საზოგადოებას ღიად ესაუბროს.

 

ამ თემაზე:

ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს სთხოვს დეოლიგარქიზაციის პერსონიფიკაციას გაემიჯნოს

EU-ის პარლამენტი პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილის სანქცირება განიხილონ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]