weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა EU-საქართველოს ურთიერთობებში – კობახიძე

15:56 ოთხშაბათი, 20 ივლისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე კარლ ჰარცელის ოთხწლიანი საქმიანობა შეაფასა და განაცხადა, რომ ის მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში.

კობახიძის იმედოვნებს, მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში, ჩვენ ვერიდებოდით მასზე კომენტარის გაკეთებას.

ეს იყო მიმდინარე პროცესი და ასე შემდეგ, თუმცა დღეს, როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს“, – განაცხადა კობახიძემ.

კარლ ჰარცელმა საქართველოში თავის ოთხწლიანი დიპლომატიური მისია დაასრულა. ქვეყნის დატოვებამდე მან მეუღლესთან ერთად გამოსამშვიდობებელი ვიდეო გაავრცელა, სადაც საქართველოს მადლობას უხდის. კარლ ჰარცელის თქმით, ამაყია, რომ არის იმ ისტორიული მომენტის მომსწრე, როდესაც ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა. დიპლომატი ამბობს, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოს ევროპის გაძლიერებაში.

სექტემბრიდან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას პოლონელი დიპლომატი, პაველ ჰერჩინსკი უხელმძღვანელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]