weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

„ქართული ოცნების“ დეპუტატი: ამერიკასთან ურთიერთობა დღეს ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

13:21 ხუთშაბათი, 21 ივლისი 2022

„ნედ პრაისის განცხადებაში მთავარი, ცენტრალური, გენერალური ხაზი არის საქართველოსა და ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობა“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას, რომელიც მან ელჩ კელი დეგნანის კრიტიკასთან დაკავშირებით გააკეთა.

ტალიაშვილის თქმით, პრაისის განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია და რომ საქართველოს მხარდჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

„უნდა ითქვა, რომ ამერიკასთან საქართველოს ურთიერთობა დღეს ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, მათ შორის NATO-ს თავსებადობის პროგრამების თვალსაზრისით.

ჩვენი მეგობრობა, როგორც ნედ პრაისმა თავის განცახდებაში ძალიან მკაფიოდ, ხაზგასმით აღნიშნა, არის მტკიცე და ამ სიმტკიცეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ბუნდოვანება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება მხოლოდ დამაზიანებელი იყოს საქართველოსა და აშშ-ს მეგობრობასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ყველა კითხვაზე პასუხი უნდა იქნას გაცემული“, – განაცხადა ტალიაშვილმა.

20 ივლისს ნედ პრაისმა ბრიფინგი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებით დაიწყო. მისი თქმით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ კელი დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. გარდა ამისა, ნედ პრაისმა თქვა, რომ ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და აშშ-იც მხარს უჭერს ამ მისწრაფებას, თუმცა, „ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეებს ამ მიზნისკენ სწრაფვაში“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]