weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დეგნანის თქმით, ჰარცელის შესახებ „ოცნების“ წევრების კომენტარებით შოკირებული იყო

17:28 ხუთშაბათი, 21 ივლისი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებებს საქართველოში ევროკავშირის უკვე ყოფილი ელჩის, კარლ ჰარცელის საქმიანობასთან დაკავშირებით.

„შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით. ისეთი უპატივცემულობაა ადამიანის მიმართ, რომელიც ამდენად ბეჯითად მუშაობდა 4 წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა დეგნანმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ძნელი წარმოსადგენია ვინმე, ვინც უფრო მეტი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად მის ევროპულ გზაზე აქ მუშაობის პერიოდში.

„მე სრულად ვუჭერ მხარს იმას, თუ რამდენად ბეჯითად ცდილობდა საქართველოს დახმარებას. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს ელჩის მიერ შესრულებული ძალიან კარგი სამუშაო. მან შესანიშნავი მესიჯი დაუტოვა საქართველოს მოსახლეობას და აღწერა თუ რამდენად სასიამოვნო იყო მისთვის საქართველოში ყოფნა“, – თქვა კელი დეგნანმა.

„ქართული ოცნების“ ლიდერები კარლ ჰარცელის მუშაობით უკმაყოფილოები არიან. გუშინ მმართველი პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. კრიტიკული კომენტარი გააკეთა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემაც. ის მიიჩნევს, რომ ჰარცელს შეეძლო, უკეთესად ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო.

 

ამ თემაზე:

არასამთავრობოები ჰარცელს: საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაფერი გააკეთეთ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]