weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გოგაშვილის თქმით, გომელაურმა საკუთარი შვილის საქმრო „ზონდერებს“ გაატაცებინა და აწამებინა

22:16 სამშაბათი, 26 ივლისი 2022
იოსებ გოგაშვილი და ვახტანგ გომელაური, 2017 წელი იოსებ გოგაშვილი და ვახტანგ გომელაური, 2017 წელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, პატიმრობაში მყოფი იოსებ გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს. როგორც ის ამბობს, მისი დაკავება ბიძინა ივანიშვილის მორიგი უკანონო დავალებაა, რომელიც „ბრმად შეასრულეს“ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და სუს-ის ამჟამინდელმა უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა.

გოგაშვილის გომელურს მიმართავს:

„მე სხვასთან საქმე არ მაქვს, ვახო შენ რატომ მოაწერე ამაზე ხელი? შენ ადრე გითქვამს, რომ ბრმად შეასრულებდი ნებისმიერ დავალებას, რომელსაც ის მოგცემდა, როგორც მალანიას მონაყოლიდან ვიცი. შენი ფუნქცია, იქამდე სანამ ბიძინა გახდებოდა ქვეყნის მმართველი, იყო მერცხლის ბუდეების დანგრევა და ტირის თოფით მათი დახოცვა, რადგან ნერვებს უშლიდნენ. ახლა ბიძინა ქვეყნის ფაქტობრივი მმართველია და ადამიანები უშლიან ნერვებს, შენ კი ტირის თოფის ნაცვლად 40 000 კაციანი შსს გიჭირავს ხელში.

შენ ისიც გითქვამს, რომ თუ ლაჩარი არ ხარ მტრის ცოლ-შვილს არ უნდა შეეხო. რატომ შეეხე ჩემს ცოლ-შვილს? თეა შენი და აღარ არის? კულულა პეტრუჩიო აღარ გიყვართ? ჩემი იოსები შენი ლუკაჩოს ნათლული აღარ არის?

მთელი ღამე ნიღბიანების მიერ დადებული ლულების ქვეშ რომ გაათენებინეთ, მაგრამ არ მიკვირს, ექვსიოდე წლის წინ შენ საკუთარი ქალიშვილის საქმრო თქვენი უბნელი ამოიანი თუ შამოიანი აღარ მახსოვს, შენს ერთგულ სუს-ის ზონდერებს, შარაძესა და „მოზგის“ ტომარა ჩამოფარებული გაატაცებინე, აწამებინე და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინე, თან დაემუქრე თუ ჩამოვიდოდა, იარაღს ჩაუდებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქურთის სახლში შეშვება არ გინდოდა“, – ამბობს გოგაშვილი.

როგორც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, დაკავების დროს მის სახლში უკანონო ნივთები და დოკუმენტები შეიტანეს, რაც მეთვალყურეობის კამერებმა დააფიქსირეს, თუმცა კამერები დაზიანებულია და ჩანაწერები წაშლილია ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტის მიერ, „ისევე როგორც ადრინდელი უკანონო დავალებების დროს იყო“.

იქამდე, სანამ მე მანდ ვიყავი, ყველა თქვენი გაფუჭებული მე მეტენებოდა. ახლა დაგიგროვდათ ნაგავი, ჩემს სახლში შემოიტანეთ და გინდათ ისევ მე შემომტენოთ?“, – ამბობს იოსებ გოგაშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გოგაშვილის განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია. 6 წლის წინ, 2016 წელს გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მუშაობდა, გოგაშვილი კი მისი პირველი მოადგილე იყო.

იოსებ გოგაშვილს 19 ივლისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. როგორც პროკურატურა აცხადებს, გოგაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, სამსახურიდან გაიტანა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, პირადი და პერსონალური მონაცემები და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ნაწილი ინფორმაცია გოგაშვილის მონაწილეობით გავრცელდა საჯაროდ, „რამაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გარდა ამისა, შეიქმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]