weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„ქართული ოცნებიდან“ წასულები საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებენ

14:44 ხუთშაბათი, 28 ივლისი 2022

„ქართული ოცნებიდან“ წასული პარლამენტის და საკრებულოს დეპუტატები საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებენ. ამის შესახებ მათ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც სოზარ სუბარმა თქვა, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი წერილიდან და აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის პასუხიდან გამომდინარე გადაწყვიტეს. სუბარის განცხადებით, მათი მიზანი იქნება ბრძოლა იმისთვის, რომ „საჯარო პოლიტიკაში ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი“ და ყველაფერი გააკეთონ, რათა ქვეყანას „ომი ააცილონ თავიდან“.

„ცხადია, თუკი მოხდება ომი, ამ შემთხვევაში ვერანაირ ევროპაზე, ვერანაირ NATO-ზე, ვერანაირ ევროკავშირზე ვერ ვილაპარაკებთ. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საფრთხეები ავაცილოთ ქვეყანას“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, გუშინ გამოქვეყნებულ წერილში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა ის, რასაც თავად ამდენი ხანია ამბობენ.

„რომ ძალიან რეალური იყო საქართველოს ომში ჩართვის საქმე და მართალია, დღეს ეს საფრთხე შემცირდა, მაგრამ ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი.

საფრთხე არსებობს და როდესაც ჩვენს რეგიონში ასეთი მძიმე ბრძოლა ხდება, ყველაზე დიდი ომი ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყოველწუთიერად არსებობს საფრთხე, რომ ამ ომში შეიძლება, საქართველო აღმოჩნდეს ჩათრეული. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ომი ავაცილოთ თავიდან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ამისთვის ზოგჯერ საჭიროა, რომ ის, რაც ხდება კულისებში, ის, რაც ხდება საჯარო პოლიტიკის მიღმა, გადმოვიტანოთ საზოგადოების სამსჯავროზე, საზოგადოებას ვუთხრათ მეტი სიმართლე, მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია, რადგან სწორედ დახურულ პოლიტიკაში არის ყველაზე დიდი საფრთხე, რომ მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილებები, რაც არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო, პირიქით, იქნება დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საზოგადოებრივ მოძრაობას პარლამენტის დეპუტატებთან - სოზარ სუბართან, გურამ მაჭარაშვილთან, მიხეილ ყაველაშვილთან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრიც უერთდება, მათ შორის ლევან კოჭლოშვილი თელავის საკრებულოდან და გიორგი ღამბაშიძე ლაგოდეხიდან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]