weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრი: „წავიდა მედვედევი, წარსულია“

16:26 სამშაბათი, 02 აგვისტო 2022

„წავიდა მედვედევი, წარსულია“, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის შესახებ დასმულ შეკითხვაზე.

წუხელ, რუსულ სოციალური ქსელ Vkontakte-ში მედვედევის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა პოსტი, სადაც საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე იყო საუბარი. პოსტის მიხედვით, „საქართველო ახლანდელი საზღვრებით შეიქმნა მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში“ და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მიიწევდა რუსეთისკენ, რადგან იცოდა, რომ „ის მისი ერთადერთი მოკავშირე იყო“. მედვედევის სახელით გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნული იყო, რომ ახლა, ისტორია მეორედება.

„ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და დანარჩენი საქართველოს ტერიტორია შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში“, – წერდა სავარაუდოდ მედვედევი.

საქართველოს გარდა, ნახსენები იყო ყაზახეთიც - როგორც „ხელოვნური სახელმწიფო“ და „რუსეთის ყოფილი ტერიტორია“. სავარაუდოდ დმიტრი მედვედევი აღნიშნავდა, რომ უკრაინაში „გათავისუფლების“ შემდეგ, რუსეთი აღიდგენს საზღვრებს, რომლებიც „არსად მთავრდება“.

დმიტრი მედვედევის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი დაახლოებით 10 წუთში გაქრა. ამის შემდეგ, მისმა თანაშემწემ განაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს Vkontakte-ში გვერდი გაუტეხეს.

მედვედევი 2008-2012 წლებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, 2012-2020 წლებში მთავრობის თავმჯდომარე იყო, 2020 წლიდან კი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა. ამავდროულად, ის რუსეთის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ თავმჯდომარეობასაც ითავსებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]