weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პაპუაშვილი: რა მიზანი ჰქონდა ხელისუფლების ზურგს უკან აშშ-ის ელჩის ივანიშვილთან შეხვედრას?

15:17 ოთხშაბათი, 03 აგვისტო 2022

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტის კითხვაზე, მასაც აქვს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან კითხვები.

„საკმარისად მოვისმინეთ სხვადასხვა სახის განმარტებები, კითხვები, პასუხები თუ ა.შ. პასუხებიდან შეგვიძლია ორი რამ დავასკვნათ: ერთი - რომ არანაირი სანქცია კონკრეტული მოსამართლის წინააღმდეგ არ არსებობს, ეს დადასტურდა და მეორე - რომ ამერიკის ელჩს შეხვედრა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან ომის შემდეგ. ეს ორი ფაქტი დადასტურდა. აქედან უკვე დასკვნები ჩვენ უნდა გამოვიტანოთ. კერძოდ, მოსამართლის წინააღმდეგ თუ არანაირი სანქცია არ არსებობს, მაშინ რა იყო ეს დაბარება და რა იყო მოსამართლის მოხსნა იმ პროგრამიდან, რომელშიც ის იყო? იყო თუ არა ეს საელჩოს რომელიმე თანამშრომლის თვითნებობა? და მეორე -

როდესაც ხდება საქართველოს ხელისუფლების ზურგს უკან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრას? რა იყო ამ შეხვედრის მოთხოვნის საფუძველი?

რა თქმა უნდა, საელჩოს კომუნიკაცია აქვს ხელისუფლებასთან, მათ შორის, ჩემთანაც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარესთან და მე არ ვიცი, რა იყო საჭიროება, რომ ხელისუფლების ზურგს უკან მომხდარიყო ასეთი შეხვედრის მოთხოვნა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილის წერილის გამოქვეყნების შემდეგ, დაადასტურა, რომ 21 მარტს მასსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგა. ელჩის თქმით, ეს პირადი შეხვედრა იყო. ბიძინა ივანიშვილს არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რა საკითხი განიხილეს შეხვედრის დროს, კელი დეგნანმა კი განაცხადა, რომ საუბარი არ ყოფილა „საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბატონი ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]