weather cur horoscope tv
სექტემბერი 29, 2022

საქართველო არ ერთვება ომში, მივესალმებით ტურისტების შემოდინებას – კალაძე

15:50 ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2022

თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაში, მათ მიერ ბიზნესის რეგისტრაციასა და ბინადრობის ნებართვის მოთხოვნაში.

„რა არის პრობლემა? რა თქმა, უნდა ნორმალურია. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველო ომს არ იწყებს, არ ერთვება ომში, მეორე ფრონტი საქართველოში არ გაიხსნება და საქართველო არ უერთდება სანქციებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ რომელიმე პიროვნება სანქცირებულია, ამას საქართველოში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და კანონი“, – განაცხადა კალაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

ივლისში ყველაზე მეტი, 156 737 ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. ეს მაჩვენებელი 525.5%-ით მეტია გასული წლის ივლისის მონაცემზე და 1.5%-ით ნაკლები 2019 წლის ივლისზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 159 063-ს შეადგენდა.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის ზრდის გამო, პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების ნაწილი რუსეთთან ცალმხრივად არსებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვენ. მაგალითად, პარტია „ლელოს“ ინიციატივის მიხედვით, რუსეთთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში არიან ჩართული, უნდა ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი, შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი და ასევე, შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი.

საქართველოს მთავრობისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეზღუდვების დაწესება ირაციონალურია და მოსახლეობას დააზარალებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]