weather cur horoscope tv
ოქტომბერი 12, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

სენაკის საკრებულოში სახელმწიფო მმართველობის შემოღებას და ახალ არჩევნებს ითხოვენ

11:01 სამშაბათი, 30 აგვისტო 2022
საკრებულოს 24 იანვრის სხდომა, რომელსაც „ქართული ოცნების“ 16 დეპუტატიდან არავინ დაესწრო საკრებულოს 24 იანვრის სხდომა, რომელსაც „ქართული ოცნების“ 16 დეპუტატიდან არავინ დაესწრო

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) მიიჩნევს, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები, რომელიც პირველ ოქტომბერს, 64.04 მაჟორიტარული ოლქის სამ საარჩევნო უბანზეა დანიშნული, უნდა გაუქმდეს და საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება 12 აგვისტოს მიიღო, რისი საფუძველიც მაისის ბოლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატის, ვახტანგ წურწუმიას მიერ საკრებულოს დატოვება გახდა. ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატზე ზეწოლა განახორციელა და ე.წ. კანონიერი ქურდი მიუგზავნა. ვახტანგ წურწუმიას წასვლით ოპოზიციამ საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ შუალედური არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება აცდენილია სენაკის საკრებულოს ირგვლივ არსებულ გამოწვევებს და არ არის მიმართული იქ არსებული სისტემური კრიზისის მოგვარებისკენ.

ISFED-ის განცხადებით, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სენაკის საკრებულოში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ, ხოლო პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სწრაფად უნდა დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები. 

2021 წლის არჩევნების შედეგად, სენაკის 33 წევრიან საკრებულოში 16 მანდატი ეკუთვნოდა „ქართულ ოცნებას“, 13 – „ნაციონალურ მოძრაობას“, 4 – პარტიას „საქართველოსთვის“. შესაბამისად, სენაკი იყო ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია ფლობდა. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გამოვლინდა არაერთი პრობლემა. კერძოდ, პარტია „საქართველოსთვის“ პროპორციული სიით არჩეული წევრის გასვლის გამო, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მხარეს თანაბარი 16-16 მანდატი დარჩა. საკრებულოდან გასული წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების დადასტურების შემთხვევაში, რაც საკრებულოს სხდომაზე უნდა მომხდარიყო, უმრავლესობა კვლავ ოპოზიციის მხარეს აღმოჩნდებოდა, რის გამოც, „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივი ბოიკოტი გამოაცხადა და უარი თქვა სხდომებში მონაწილეობაზე. მმართველი პარტიის წევრების გარეშე კი, სხდომის გასამართად აუცილებელი კვორუმი ვერ დგებოდა. შედეგად, შეიქმნა კრიზისი და საკრებულო აღმოჩნდა პარალიზებული. მაისში ძალაში შევიდა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს გამოკლებული წევრის უფლებამონაცვლის უფლებამოსილების დადასტურებას საკრებულოს გადაწყვეტილება აღარ სჭირდება. ამდენად, ოპოზიციას კვლავ გაუჩნდა შანსი, 17 მანდატით უმრავლესობა შეეკრიბა. თუმცა, მაისის მიწურულს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა საკრებულო დატოვა და ოპოზიციის მხარეს კვლავ 16 მანდატი დარჩა.

17 დეკემბრის შემდეგ, საკრებულოს 10-მდე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სენაკის სასამართლოში მიმდინარეობდა დავა 19-23 თებერვალს, კვორუმის არარსებობის პირობებში, ოპოზიციის მიერ გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესახებ. 18 აგვისტოს სასამართლომ უკანონოდ ცნო საკრებულოს მიერ 19-23 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებები.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება თუ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება, რაც პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების სამართლებრივი საფუძველია. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, ტარდება რიგგარეშე არჩევნები. თუ საკრებულოს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ საკრებულოს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში.

„რადგან საკრებულოს ბოლო უფლებამოსილი სხდომის გამართვის თარიღად 17 დეკემბერი სახელდება, შესაბამისად, 17 ივნისს ამოიწურა 6-თვიანი ვადა, რომლის ფარგლებშიც, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, საკრებულო უნდა შეკრებილიყო და ერთი სხდომა მაინც გაემართა.

ამავე კოდექსის თანახმად, 6 თვის განმავლობაში საკრებულოს შეუკრებლობა მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველია. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები უნდა გაიმართოს 2023 წლის აპრილში“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების ცვლილება აზრს უკარგავს ოქტომბერში დანიშნულ შუალედურ არჩევნებს და მოუწოდებს ცესკოს, მიიღოს გადაწყვეტილება არჩევნების გაუქმების შესახებ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]