weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფოთის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს 12 თანაშემწე ჰყავთ

10:36 ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017
ფოთის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს 12 თანაშემწე ჰყავთ ფოტოზე ფოთის მერი ირაკლი კაკულია

ქალაქ ფოთის მერს ირაკლი კაკულიას შრომითი ხელშეკრულებით დანიშნული 5 თანაშემწე ჰყავს, საკრებულოს თავმჯდომარეს ალექსანდრე თოფურიას კი 7. თითოეული თანაშემწის ხელფასი თვეში 1 300 ლარია.

ფოთის მერიისა და საკრებულოს ახალი საშტატო ნუსხით, რომელიც საკრებულომ 2017 წლის 11 სექტემბერს დაამტკიცა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული 19 თანაშემწის ადგილია გათვალისწინებული. 

თითო თანაშემწე ჰყავთ მერიის სამსახურების უფროსებს. მერიაში 7 ასეთი სამსახურია. ყველა თანაშემწეს ხელფასის სახით თვეში 1 300 ლარი ეძლევა, ანუ საერთო ჯამში მათ ხელფასებზე ყოველთვიურად 24 700 ლარი დაიხარჯება. 

საქართველოს სხვა ქალაქებისა და თემების თვითმმართველობის ორგანოებში ხელმძღვანელი თანამდებობის პირების (მერი/გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე) თანაშემწეების რაოდენობა 2-ს არ აღემატება, მათი ხელფასი კი 790-დან 1 000 ლარამდეა.

 

მსგავს თემაზე:

დუშეთის გამგებელს 5 პირადი მრჩეველი ჰყავს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]