ქუთაისის საკრებულოს დადგენილების თანახმად, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 150 ლარია. შესაბამისად, მისი ხელფასის წლიური ოდენობა 25 800 ლარს შეადგენს.
11 პრემია-დანამატი აიღო ბექა ყანჩელმა 2015 წელს. მისი წლიური ანაზღაურება 48 867 ლარი იყო, აქედან 23 067 ლარი - პრემიები და დანამატები.
საჯარო სამსახურის გარდა, ბექა ყანჩელი ბიზნესის სფეროშიც საქმიანობს. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, იგი დღეისათვის 2 კომპანიის მეწილეა: შპს „აუდიტორული კომპანია GRB“ (12,25 %) და შპს „GRB“ (30 %).
„რეგინფო“ წერდა, რომ 2017 წლის 2 ოქტომბერს ბექა ყანჩელს და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურამ მათ ბრალი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ დირექტორის სულხან ქობულაძის ცემის გამო წაუყენა. აღნიშნული ინციდენტი 2015 წლის 1 ოქტომბერს მოხდა.