weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა – გიორგი მარგველაშვილი

10:24 ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 21 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, არჩევნები შედგა და საერთო ჯამში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო ბევრი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვულოცავ თვითმმართველ ქალაქებში არჩეულ მერებს, პარტიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს. ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას, არჩევნებში მიღებული ხალხის მხარდაჭერა კი ამ ხალხის პრობლემების მოგვარებაში უნდა გამოიხატოს“, - აღნიშნულია მარგველშვილის განცხადებაში.

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ „არჩევნების მეორე ტურიც მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იქნება“.

საქართველოში რეგისტრირებული 3 440 123 ამომრჩევლიდან 21 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 1 569 992-მა ამომრჩეველმა მიიღო. ამომრჩეველთა აქტივობამ 45.64 % შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი აქტივობა ქვემო ქართლში იყო.

პირველი ტურის შედეგად, მუნიციპალიტეტის მერები 4 თვითმმართველ ქალაქში და 54 თემში იქნენ არჩეული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქალაქ ქუთაისში, ასევე ბორჯომის, ხაშურის, ყაზბეგის, მარტვილისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]