weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ანა ნაცვლიშვილი – თიანეთში ბათილი ბიულეტენები მკვდრეთით უკანონოდ აღადგინეს

15:22 სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017

„თიანეთში ყველა წესისა და სტანდარტის დარღვევით, დახურულად, გაუმჭვირვალედ მოხდა ბიულეტენების „მკვდრეთით აღდგენა“ და მერის არჩევნების შედეგების შეცვლა. ეს გარემოებები ძალიან სერიოზულ ეჭვებს აჩენს, რომ იქ იყო ჩარევა, იყო მიზანმიმართული მოქმედება, რომ შეცვლილიყო არჩევნების შედეგები“, – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე, რომელსაც თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაურიც ესწრებოდა.

„მე–20 უბანზე ბათილად ჩათვლილი 24 ბიულეტენიდან 5, თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ნამდვილად იქნა მიჩნეული და სწორედ ამან გადაწყვიტა არჩევნების ბედი და კონკურენტს გაუჩნდა უფრო მეტი ხმა, ვიდრე მეჭიაურს. აქ აღსანიშნავია რამდენიმე გარემოება. პირველი არის ის, რომ ძალიან საეჭვო ვითარებაში მოხდა, უბნის დონეზე ბათილად მიჩნეული ბიულეტენების, უცებ ნამდვილაც ცნობა.

„საჩივარი, რომლის საფუძველზეც მოხდა ბიულეტენების გახსნა, გადათვლა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების ნამდვილად მიჩნევა, დაიწერა წესის დარღვევით და იყო დაუსაბუთებელი, თუმცა ის დაკმაყოფილდა. სრულიად გაუგონარი და მიუღებელია ის ფაქტი, რომ საოლქო კომისიამ სხდომა ჩაატარა პოლიციით გარშემორტყმულ შენობაში, სადაც არ უშვებდნენ თავად საოლქო კომისიის წევრს, არ უშვებდნენ სუბიექტის წარმომადგენელს, რომელსაც არსებითად ეხებოდა შედეგები. არ მომხდარა უბნის კომისიის წევრების დაბარება. ანუ პროცესი როგორც რეალურად უნდა ჩატარდეს და მოხდეს განხილვა, არ ჩატარებულა“.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, თიანეთის საოლქო–საარჩევნო კომისიის მიერ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის საჩივრის განხილვის პროცედურა, სრულ წინააღმეგობაშია აქამდე არსებულ პრაქტიკასთან.

„კერძოდ, თუ დარღვევა მოხდა უბანზე და უბანზე არ დაიწერა საჩივარი და პირდაპირ ოლქში დაიწერა, ის რჩება განუხილველი. ეს არის პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ წლებია ვაფიქსირებთ. მაშინ, როცა მოცემულ შემთხვევაში საჩივარი არ დაწერილა უბანში და პირდაპირ ოლქში დაიწერა და უსწრაფესად დაკმაყოფილდა.

პრაქტიკას ეწინააღმდეგება ის გარემოება, რომ ბიულეტენების გადათვლა მოხდა. არაერთ უბანზე როგორც წელს, ისე გასული არჩევნების დროს, საია-ს მიერ წარდგენილი  იყო გაცილებით უფრო დასაბუთებული, კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დამყარებული საჩივრები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ აუცილებელი იყო მასალების გახსნა და ბიულეტენების გადათვლა. არასდროს მსგავსი საჩივრები არ კმაყოფილდებოდა. ახლა ისევ გვაქვს ამ პრაქტიკისგან სრულიად ამოვარდნილი შემთხვევა, როდესაც მხოლოდ თეორიულ მსჯელობაზე დამყარებული, სრულიად დაუსაბუთებელი საჩივრის საფუძველზე ოლქმა მიიღო გადაწყეტილება, რომ გადაეთვალა შედეგები, რის შედეგადაც საყოველთაო თანხმობით უბნის დონეზე ბათილად მიჩნეული ხუთი ბიულეტენი გაცოცხლდა, ნამდვილად იქნა მიჩნეული და სწორედ ამან შეცვალა არჩევნების ბედი“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ეს გარემოებები ძალიან სერიოზულ ეჭვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ იქ იყო ჩარევა, იყო მიზანმიმართული მოქმედება, რომ თიანეთის ოლქში მერის არჩევნების შედეგები შეცვლილიყო: „ამის დაკანონება და სწორად მიჩნევა საქართველოს კანონმდებლობის ძალიან უხეში დარღვევა იქნება. ამიტომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, აუცილებელია ასევე შესწავლილი იქნეს რატომ მოხდა და კონკრეტულად ვის მიერ განხორციელდა ის ქმედებები, რომელიც კანონმდებლობას არღვევს და ხომ არ იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ასევე, შესასწავლია ვისი მითითებით ხელმძღვანელობდა პოლიცია, რომელმაც ალყა შემოარტყა საოლქო კომისიის შენობას და არ უშვებდა იქ კომისიის, სუბიექტის წარმომადგენელს და ა.შ. იმიტომ, რომ სწორედ პოლიციის ჩარევით მოხდა ოლქში სრულიად გაუმჭირვალე და უკანონო პროცესის წარმართვა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, შესწავლის შედეგად თუ დადასტურდება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა შემოხაზეს ბათილად მიჩნეული ბიულეტენები კონკრეტული სუბიექტის სასარგებლოდ, ეს იქნება გაყალბება და სისხლის სამართლის დანაშაული.

თამაზ მეჭიაური საიას დახმარებით მცხეთის რაიონულ სასამართლოს, სარჩელით დღეს მიმართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]