weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თიანეთის მე-20 უბნის შედეგებზე სასამართლო გადაწყვეტილებას 25 ოქტომბერს გამოაცხადებს

23:00 სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017

მცხეთის რაიონული სასამართლო 25 ოქტომბერს, 13:00 საათზე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელზე. ორგანიზაცია თიანეთის საარჩევნო ოლქის N20 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს. ამ მოთხოვნას თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური არ ეთანხმება.

"განმეორებით არჩევნების ჩატარება ეს იმ ამომრჩეველთა ნების უგულებელყოფაა, ვინც ძალიან ბევრი ზეწოლის მიუხედავად, არჩევანი მაინც გააკეთა. განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების შემთხვევაში სახელმწიფოს საშუალებას ვაძლევთ ჩართოს მთელი მანქანა იმისთვის, რომ ამ ადამიანების არჩევანი კიდევ ერთხელ გაყალბდეს",- აცხადებს მეჭიაურის წარმომადგენელი მინდია შეთეკაური.

დღევანდელ სასამართლოზე სხდომაზე საარჩევნო კომისიის წევრები დაკითხეს, რომლებიც აცხადებენ, რომ არ იციან, როგორ აღმოჩნდა ბათილად ცნობილ ცარიელ ბიულეტენებზე "ქართული ოცნებიდან" თიანეთის მერობის კანიდატის, ლელა ქიტესაშვილის სახელი და გვარი შემოხაზული.

თამაზ მეჭიაურმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით დღეს სარჩელით თვითონაც მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს. ის თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 22 ოქტომბრის განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც მე–20 საარჩევნო უბანზე ბათილად მიჩნეული 24 ბიულეტენიდან, საოლქო კომისიამ 5 ბიულეტენი გააცოცხლა და 5 ხმა მის კონკურენტს, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნა. ამ ცვლილებამდე თიანეთში მერის არჩევნებს 1 ხმით თამაზ მეჭიაური იგებდა, ცვლილების შემდეგ კი მას ლელა ქიტესაშვილი უგებს 4 ხმით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]