weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური ცნო

13:33 ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017

მცხეთის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლე კობა გოცირიძემ გააუქმა თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 22 ოქტომბრის განკარგულება, რომლითაც კომისიამ N20 საარჩევნო უბანზე ბათილად ჩათვლილი 24 ბიულეტენიდან 5 ხმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს დაუმატა და მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.

კენჭისყრის შედეგების პირვანდელი მონაცემებით, ლელა ქიტესაშვილს 3076 ხმა ჰქონდა, თამაზ მეჭიაურს კი 3077. მეჭიაური ქიტესაშვილს არჩევნებს 1 ხმით უგებდა.  

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის სასარგებლოდ, საოლქო კომისიის მიერ ბათილი ბიულეტენების „გაცოცხლების“ შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა უკანონოდ შეაფასეს.

„თიანეთში ყველა წესისა და სტანდარტის დარღვევით, დახურულად, გაუმჭვირვალედ მოხდა ბიულეტენების „მკვდრეთით აღდგენა“ და მერის არჩევნების შედეგების შეცვლა. ეს გარემოებები ძალიან სერიოზულ ეჭვებს აჩენს, რომ იქ იყო ჩარევა, იყო მიზანმიმართული მოქმედება, რომ შეცვლილიყო არჩევნების შედეგები“, – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა 24 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

თამაზ მეჭიაური საიას იურიდიული დახმარებით საოლქო კომისიის განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება მხარეებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეუძლიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]