weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

თამაზ მეჭიაურმა დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო

17:01 პარასკევი, 27 ოქტომბერი 2017

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ ძალაში დატოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თიანეთის N19 საარჩევნო ოლქში მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა.

25 ოქტომბერს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ საჩივარი. მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილებით, გაუქმდა თიანეთის N19 საოლქო საარჩევნო კომისიის ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მე–20 საარჩევნო უბანზე გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც თამაზ მეჭიაურმა თიანეთში არჩევნები ერთი ხმით მოიგო. სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, სადაც ორგანიზაცია მე–20 უბნის შედეგების ბათილად გამოცხადებას და ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვდა. 

„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა“ მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგების პირვანდელი მონაცემებით, „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს 3076 ხმა ჰქონდა, თამაზ მეჭიაურს კი 3077. მოგვიანებით საოლქო კომისიამ ბათილად მიჩნეული 24 ბიულეტენიდან 5 ბიულეტენი „გააცოცხლა“ და 5 ხმა ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნა. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა საოლქო საარჩევნო კომისიის ეს გადაწყვეტილება უკანონოდ შეაფასეს

„თიანეთში ყველა წესისა და სტანდარტის დარღვევით, დახურულად, გაუმჭვირვალედ მოხდა ბიულეტენების „მკვდრეთით აღდგენა“ და მერის არჩევნების შედეგების შეცვლა. ეს გარემოებები ძალიან სერიოზულ ეჭვებს აჩენს, რომ იქ იყო ჩარევა, იყო მიზანმიმართული მოქმედება, რომ შეცვლილიყო არჩევნების შედეგები“, – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა 24 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]