weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რამდენ დანამატს იღებენ რუსთავის საკრებულოს თანამდებობის პირები

12:07 კვირა, 29 ოქტომბერი 2017

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ლომიძემ 2016 წელს თანამდებობრივ სარგოსთან ერთად დანამატი 13-ჯერ, ხოლო საკრებულოს რამდენიმე ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარეებმა 11-ჯერ აიღეს.

ქალაქ რუსთავის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა  თვეში 2250 ლარია (წელიწადში 27 000 ლარი), კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეებისა კი 1700 ლარი (წელიწადში 20 400 ლარი). 

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, თავმჯდომარის მოადგილის ნინო ლომიძის ანაზღაურებამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა ხელფასის ორმაგ ოდენობაზე მეტი - 55 336 ლარი. შესაბამისად, მან ერთ წელში 13-ჯერ მიიღო დანამატი, მათ შორის, 12-ჯერ - ხელფასის სრული ოდენობით. 

11-ჯერ მიიღეს დანამატი საკრებულოს სამანდატო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე უტა ლიპარტიამ (19 040 ლარი), ასევე 3 ფრაქციის ხელმძღვანელებმა: „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარემ დავით სხირტლაძემ (19 312 ლარი), „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარემ მამუკა აბაშიძემ (19 040 ლარი) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ კახა გურგენიძემ (18 020 ლარი)

დანამატი 9-ჯერ აიღო საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ მამუკა მიქაუტაძემ (15 130 ლარი). სხვა კომისიებისა და ფრაქციების ხელმძღვანელების ანაზღაურება მნიშვნელოვნად ნაკლებია, საკრებულოს თანამდებობის პირების ნაწილს კი ახალი ქონებრივი დეკლარაცია ჯერ არ წარუდგენია.  

„რეგინფო“ წერდა, რომ 2016 წელს ასევე 13-ჯერ მიიღეს დანამატი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ და მისმა ერთ-ერთმა მოადგილემ გოჩა შავაძემ. იმავე წელს 14 დანამატი მიიღეს რუსთავის მერის მოადგილემ ნოდარ შეროზიამ და მერიის რამდენიმე სამსახურის უფროსებმაც. ქალაქ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ დანამატები 10-ჯერ მიიღო. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]