weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ლელა ქიტესაშვილი თიანეთის ოთხ საარჩევნო უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს

12:52 ორშაბათი, 30 ოქტომბერი 2017

„ქართული ოცნებიდან“ თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი თიანეთის N19 საარჩევნო ოლქის ოთხ უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს. ლელა ქიტესაშვილის განცხადებით, მე-2, მე-13, მე-15 და მე-19 საარჩევნო უბნებიდან ექვსი ბიულეტენი დაიკარგა.

ქიტესაშვილის განმარტებით, სადავო ბიულეტენებთან დაკავშირებით კენჭისყრის დღეს საჩივარი არ დაწერილა თუმცა, სამართლებრივად შესაძლებელია არჩევნების განმეორებით ჩატარების მოთხოვნა.

„შემაჯამებელ ოქმებში აშკარად ჩანს, რომ ოთხი საარჩევნო უბნიდან დაკარგულია თუ მოპარულია 6 ბიულეტენი. ნებისმიერი საარჩევნო უბნის შედეგების დათვლისას ნამდვილი ბიულეტენებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი უნდა ემთხვეოდეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის რაოდენობას. ამ შემთხვევაში გვაქვს დისბალანსი - ორ უბანზე თითო ბიულეტენია დაკარგული, დანარჩენ ორ უბანზე კი დაკარგულია ორ-ორი ბიულეტენი“, - განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.

ქიტესაშვილი ვარაუდობს, რომ ბიულეტენებზე ამომრჩევლებს არჩევანი მის სასარგებლოდ ჰქონდათ გაკეთებული და ისინი კენჭისყრის შედეგებზე გავლენას აუცილებლად მოახდენდნენ.

შეგახსენებთ, 27 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თიანეთის N19 საარჩევნო ოლქში მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა.

21 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგების პირვანდელი მონაცემებით, ლელა ქიტესაშვილს 3076 ხმა ჰქონდა, თამაზ მეჭიაურს კი 3077. მოგვიანებით საოლქო კომისიამ ბათილად მიჩნეული 24 ბიულეტენიდან 5 ბიულეტენი „გააცოცხლა“ და 5 ხმა ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა საოლქო საარჩევნო კომისიის ეს გადაწყვეტილება უკანონოდ შეაფასეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]