weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

თიანეთის ყოფილმა გამგებელმა ქუცნაშვილის რესტორანს ბიუჯეტიდან 13 ათასი გადაურიცხა

13:02 სამშაბათი, 21 ნოემბერი 2017

თიანეთის ბიუჯეტიდან სარესტორნო მომსახურებისთვის 2017 წელს დახარჯული 20 000 ლარიდან 70 %, - 13 000 ლარი ზაქარია ქუცნაშვილის კუთვნილ რესტორან „ერწოს იდილიას“ გადაურიცხეს. ამის შესახებ ინფორმაციას თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„ქუცნაშვილის და მისი მფარველების საბოტაჟის გამო, ჩაიშალა თიანეთის საკრებულოს სხდომა, რის გამოც მათ მიერვე წინასწარ შეჭმულ 2017 წლის ბიუჯეტში ვერ მოხერხდა ცვლილებების შეტანა.შედეგად, დავალიანების გამო, 20-21 ნოემბერს მოსალოდნელია მთელ რაიონში გარე განათების გათიშვა, ასევე, ვერ დავეხმარებით ავადმყოფებს, სოციალურად დაუცველებს და სხვა. სამაგიეროდ, თავისივე სმა-ჭამაში წინასწარ გადაიხადეს ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი, მათ შორის ქუცნაშვილის დუქანს 13 ათასი ლარი“, - წერს თამაზ მეჭიაური

თიანეთის მოქმედმა მერმა თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტიც გაასაჯაროვა, რომლითაც რესტორან „ერწოს იდილიას“ მხოლოდ ერთ დღეში - 2017 წლის 12 აგვისტოს, - 8205 ლარი გადაერიცხა

თიანეთის ყოფილმა გამგებელმალელა ქიტესაშვილმა „რუსთავი-2“-სდაუდასტურა, რომ წარმომადგენლობითი ხარჯები ბიუჯეტიდან მთლიანად იქნა გახარჯული. მისი განმარტებით, ეს თანხები დაიხარჯა უცხოელი და გავლენიანი სტუმრების მიღება-გამასპინძლებაზე. 

„რეგინფოს“ ინფორმაციით, რესტორანი „ერწოს იდილია“ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფელში მდებარეობს. რესტორნის 70 % წილს საქართველოს პარლამენტის წევრიზაქარია ქუცნაშვილი ფლობს, დანარჩენი 30 % კი რევაზ ბოდაველისა და ელგუჯა ჩოლოგაურის მფლობელობაშია. ზაქარია ქუცნაშვილმა და მისმა პარტნიორებმა რესტორანი 2013 წლის ნოემბერში შეიძინეს. 

მსგავსი თემები:

ზაქარია ქუცნაშვილმა თიანეთის გამგეობისგან ყოფილი ფოსტის შენობა 1485 ლარად იყიდა

ზაქარია ქუცნაშვილის ბიზნესკომპანიას მისივე ბიუროს უფროსი ხელმძღვანელობს

ზაქარია ქუცნაშვილის მამამ თელავის გამგეობის აუქციონზე 30 948 კვ.მ მიწა იყიდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]