weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

გომელაური მზად არის სპეცოპერაციის თემაზე ნდობის ჯგუფს შეხვდეს – ირაკლი სესიაშვილი

12:24 სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017

პარლამენტის ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მზად არის, თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასტან დაკავშირებით, ნდობის ჯგუფის წინაშე წარსდგეს.

„მინდა დავადასტურო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, წარსდგეს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინაშე და გააცნოს პირველადი ინფორმაცია ჩატარებული ოპერაციის და თავად მოვლენის შესახებ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

არ არის დაზუსტებული თარიღი, როდის უპასუხებს სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური ნდობის ჯგუფის წევრთა კითხვებს.

პარლამენტის ნდობის ჯგუფი დღეს შეიკრიბა. შეხვედრის დაწყებამდე სესიაშვილმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციის თემაზე პარლამენტში მოსმენა მას შემდეგ გაიმართება, როცა გამოძიება დასრულდება და ფაქტებით დადასტურებული დეტალები გახდება ცნობილი.

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის უფროსს ვახტანგ გომელაურსდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ფრაქცია „ევროპული საქართველო“ პარლამენტში იბარებს. ფრაქციის წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ისინი პასუხს ითხოვენ კითხვებზე, იგეგმებოდა თუ არა ტერაქტი საქართველოში და როგორ შემოაღწიეს ტერორისტებმა ქვეყანაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა 4 სამართალდამცავი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, დაჯგუფება „იარმუკის“ მეთაური ახმედ ჩატაევია. 26 ნოემბერს, სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ არსებობს ეჭვი, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევი იყოს. მისივე თქმით, გარდაცვლილი პირების ვინაობა ექსპერტიზების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]