weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დუშეთის მერს 5 პირადი მრჩეველი ეყოლება

17:58 პარასკევი, 01 დეკემბერი 2017

დუშეთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულ მერს ზურაბ სეხნიაშვილს შრომითი ხელშეკრულებით დანიშნული 5 პირადი მრჩეველი ეყოლება.

მერიის ახალ საშტატო ნუსხაში, რომელიც დუშეთის საკრებულომ 2017 წლის 21 ნოემბერს დაამტკიცა, მუნიციპალიტეტის მერის 5 მრჩეველია გათვალისწინებული: მთავარი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში; მრჩეველი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საკითხებში; მრჩეველი ფინანსური მართვის, კონტროლისა და შიდა აუდიტის საკითხებში; მრჩეველი-კონსულტანტი საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებში; მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში.

აქედან 4 მრჩევლის ყოველთვიური ხელფასი 1000 ლარია, გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩევლის ხელფასი კი თვეში 700 ლარით არის განსაზღვრული.აღსანიშნავია, რომ ასევე 1 000 ლარს შეადგენს დუშეთის მერიის სამსახურის უფროსების ანაზღაურებაც. 

გარდა ამისა, დუშეთის მერს ჰყავს თანაშემწეც, რომლის ხელფასი 790 ლარს შეადგენს.

„რეგინფო“ წერდა, რომ ასევე 5 მრჩეველი ჰყავდა დუშეთის ყოფილ გამგებელს ვაჟა ჩოხელსაც. მისი პირადი მრჩევლები ნოდარ კობიაშვილი, ზურაბ ბულაშვილი, ირაკლი წიკლაური, ლელა შაბურიშვილი და ლევან მნათობიშვილი იყვნენ.

დუშეთის მერიის სტრუქტურაში შესაბამისი ფუნქციების მქონე სამსახურებიც არსებობს. მაგალითად, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში დასაქმებულია 11 საჯარო მოხელე, შიდა აუდიტის სამსახურსა და იურიდიულ განყოფილებაში - ოთხ-ოთხი მოხელე და ა.შ. სულ დუშეთის მერიაში 148 საჯარო მოსამსახურეა დასაქმებული, მათ შორის, 117 მოხელეა, 31 კი შრომითი ხელშეკრულებით მუშაობს.

 

ამ თემაზე:

გორის მერს 3 მოადგილე, 3 მრჩეველი, 3 თანაშემწე და 3 კონსულტანტი ეყოლება

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]