weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს 7 პირადი თანაშემწე ჰყავს

14:44 პარასკევი, 08 დეკემბერი 2017

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას შრომითი ხელშეკრულებით დანიშნული 7 თანაშემწე ჰყავს. მხოლოდ თანაშემწეების ხელფასებზე ერთ წელიწადში 109 200 ლარი დაიხარჯება.

ფოთის საკრებულოს დადგენილების მიხედვით, საკრებულოს აპარატის სტრუქტურაში 5 განყოფილებაა გათვალისწინებული, სადაც 16 საშტატო მოხელე და 12 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურეა, აქედან, 7 საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე. 

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეები არიან: 

მაკა ჩხეტია - საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;

რუსუდან კოღუა - იურიდიულ, სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის საკითხებში;

შორენა ჩოკორაია - სოციალურ საკითხებში;

ოთარ სართანია - სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის საკითხებში;

ნანული თარგამაძე - საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებში;

ეკატერინე ფაჩულია - გენდერული თანასწორობისა და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის საკითხებში;

ირაკლი კიკალეიშვილი - ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებში. 

თითოეულ თანაშემწეს თვეში 1 300 ლარის ოდენობით ხელფასი აქვს დანიშნული, რაც თვეში 9100 ლარს შეადგენს, ანუ საერთო ჯამში თანაშემწეების ხელფასებზე წელიწადში 109 200 ლარი დაიხარჯება. 

აღსანიშნავია, რომ ასევე 7 თანაშემწე ჰყავდა ფოთის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ალექსანდრე თოფურიასაც. თანაშემწეების რაოდენობა საკრებულოს მიერ 2017 წლის 11 სექტემბერს დამტკიცებული საშტატო ნუსხით გაიზარდა.

 

მსგავს თემაზე:

გორის მერს 3 მოადგილე, 3 მრჩეველი, 3 თანაშემწე და 3 კონსულტანტი ეყოლება

დუშეთის მერს 5 პირადი მრჩეველი ეყოლება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]