როგორც სასამართლოზე მიხეილ სააკშვილმა განაცხადა, ის თავს მიიჩნევს უკრაინელი ოლიგარქის ტყვედ და არაფრის ეშინია.
მიხეილ სააკაშვილი 8 დეკემბერს დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, მისი დაკავება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს. დაკავების შემდეგ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა. 10 დეკემბერს, კიევში, მისი გათავისუფლებისა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მარში გაიმართა.