weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფოთის მერიაში ხელშეკრულებით 12 თანაშემწე მუშაობს

13:30 სამშაბათი, 12 დეკემბერი 2017
ფოტოზე ფოთის მერი გოჩა კურდღელია ფოტოზე ფოთის მერი გოჩა კურდღელია

ქალაქ ფოთის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დანიშნული 12 თანაშემწეა დასაქმებული. მათ შორის, 5 პირადი თანაშემწე ჰყავს ქალაქის მერს გოჩა კურდღელიას, 7 თანაშემწე კი მერიის სამსახურის უფროსებს. თანაშემწეების ხელფასებზე ერთ წელიწადში 187 200 ლარი იხარჯება.

ფოთის საკრებულოს მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, მერიის სტრუქტურაში 10 სამსახურია, რომელშიც 24 განყოფილება შედის. სულ ფოთის მერიაში 124 მოსამსახურე, - მათ შორის, 103 საჯარო მოხელე და 21 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მუშაობს. 

საკრებულოს დადგენილების თანახმად, თითოეული თანაშემწის ხელფასი თვეში 1300 ლარია, რაც საერთო ჯამში თვეში 15 600 ლარს შეადგენს, ანუ მხოლოდ მერიაში დასაქმებული თანაშემწეების ხელფასებს ერთი წლის განმავლობაში 187 200 ლარი ესაჭიროება.   

„რეგინფო“ წერდა, რომ 7 პირადი თანაშემწე ჰყავს ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას, რომელსაც 2017 წლის 12 ნოემბრამდე ქალაქის მერის თანამდებობა ეკავა. ფოთის მერიასა და საკრებულოში თანაშემწეების რიცხოვნობა 2017 წლის 11 სექტემბერს დამტკიცდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]