weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არასამთავრობოები დეპუტატებს სთხოვენ, 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმება გაასაჩივრონ

14:14 ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნები“ მიმართავენ პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციურ პარტიებს, 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის გაცხადებით, ვინაიდან 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების პროცესი „თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული წესის დარღვევით წარიმართა, დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, საიამ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისს მიმართა, თუმცა ამ დრომდე სასამართლოს სხდომა არ ჩანიშნულა.

„გარდა ამისა, 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით შესაძლებელია, მიემართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა, კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი სარჩელით მას საქართველოს პარლამენტის წევრებმა უნდა მიმართონ. ამიტომაც ვთხოვთ მათ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ“, - აღნიშნავს სალაძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარეს. კვლევის შედეგად უმთავრესი პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა, საკრებულოების მიერ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და გადაწყვეტილების „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული წესის დარღვევით მიღებაა.

როგორც ცნობილია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017 წლის 15 მაისს 7 თვითმმართველ ქალაქსა და 7 სათემო მუნიციპალიტეტს გაერთიანების წინადადებით მიმართა, რის შემდეგაც, საკრებულოებმა დაჩქარებული წესით, რამდენიმედღიანი შუალედით, რიგგარეშე სხდომებზე მოიწონეს სამინისტროს წინადადება. ამის პარალელურად, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას არ ჩაუტარებია ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები, რაც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ აუცილებელი მოთხოვნაა. ამის მიუხედავად, მთავრობის ინიცირების საფუძველზე, პარლამენტმა 2017 წლის 15 ივნისის დადგენილებით 7 თვითმმართველი ქალაქი გააუქმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]