„ვიზალიბერალიზაციით ისარგებლა საქართველოს ძალიან ბევრმა მოქალაქემ. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ ეს არის 90-დღიანი ვიზიტისთვის განსაზღვრული უვიზო მიმოსვლა. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ყველამ დაიცვას ეს პირობა, რათა გაგრძელდეს შეუფერხებლად და არ წარმოიშვას რაიმე კითხვები საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაციის მოქმედებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეს პირობები გადაიხედოს“, – განაცხადა მინისტრმა.
თავშესაფრის მინიჭების ევროპულმა სააგენტომ (EASO) სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა.
საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრების უფლება 2017 წლის 28 მარტიდან აქვთ.