weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს დღეისათვის საფრთხე არ ემუქრება – მიხეილ ჯანელიძე

13:27 პარასკევი, 02 თებერვალი 2018

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკავშირთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს დღეისათვის საფრთხე არ ემუქრება. მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ამ შესაძლებლობას გაუფრთხილდნენ.

„ვიზალიბერალიზაციით ისარგებლა საქართველოს ძალიან ბევრმა მოქალაქემ. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ ეს არის 90-დღიანი ვიზიტისთვის განსაზღვრული უვიზო მიმოსვლა. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ყველამ დაიცვას ეს პირობა, რათა გაგრძელდეს შეუფერხებლად და არ წარმოიშვას რაიმე კითხვები საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაციის მოქმედებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეს პირობები გადაიხედოს“, – განაცხადა მინისტრმა.

თავშესაფრის მინიჭების ევროპულმა სააგენტომ (EASO) სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა.

საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრების უფლება 2017 წლის 28 მარტიდან აქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]